ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

უწყება წერს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებმა ჰამასის რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და იარაღის საწყობებს დაარტყეს.

ამასთან, რაფაჰსა და ჩრდილოეთ ღაზაში, ჰამასის რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.