პალესტინური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა იერიშები ხან-იუნისის აღმოსავლეთით და ალ-ნუსეირათის ბანაკის ტერიტორიაზე განახორციელა.
თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.