ისრაელი გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მუშაობას უკრძალავს

ისრაელი გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მუშაობას უკრძალავს

ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაეროს სააგენტოს (UNRWA) სამი თვით ისრაელსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მუშაობას უკრძალავს. UNRWA-ს თანამშრომლებსა და ისრაელელ ოფიციალურ პირებს შორის კომუნიკაცია ასევე იქნება შეწყვეტილი, რაც საგრძნობლად შეზღუდავს სააგენტოს მუშაობას ღაზაში.

ისრაელის პარლამენტმა ორი კანონპროექტი აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღო. როგორც BBC წერს, თანამშრომლობა ისრაელელ სამხედროებთან, რომლებიც ღაზაში ყველა გამშვებ-საკონტროლო პუნქტს აკონტროლებენ, ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად UNRWA-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესაა გეროს ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც ადგილზე მუშაობს.

UNRWA-ს თანამშრომლებს ისრაელში სამართლებრივი იმუნიტეტი აღარ ექნებათ, ხოლო მათი ოფისი აღმოსავლეთ იერუსალიმში დაიკეტება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ ეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საზიანო იქნება. UNRWA-ის ხელმძღვანელმა ფილიპე ლაზარინიმ კი აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ გააღრმავებს პალესტინელების ტანჯვას.

რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ისრაელის ნაბიჯის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ UNRWA-ს თანამშრომლები, რომლებიც "ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი" პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, მაგრამ დაამატა, რომ "ღაზაში მუდმივი ჰუმანიტარული დახმარება ხელმისაწვდომი უნდა იყოს".

ისრაელი ათეული წლის განმავლობაში UNRWA-ს წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინააღმდეგობა გაიზარდა. ისრაელი ამტკიცებს, რომ სააგენტოს თანამშრომლები ღაზაში ჰამასს შეეკრნენ, ხოლო მათი 19 წარმომადგენელი 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას.

გაერომ ისრაელის ბრალდებები გამოიძია და 9 ბრალდებული გაათავისუფლა, თუმცა განაცხადა, რომ ისრაელმა უფრო ფართო ბრალდებებისთვის მტკიცებულებები არ წარადგინა. ამავე დროს, UNRWA აცხადებს, რომ ჰამასთან თანამშრომლობა მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ სააგენტომ თანამშრომლობა შეძლოს.