ირაკლი კობახიძე: ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე: ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში

შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსნებათ, ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. აქ რა თქმა უნდა, არანირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლებაა და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“,- განაცხადა კობახიძემ.