ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკიდან მიდის

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკიდან მიდის

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. განცხადება მან ოცნების ცენტრალურ ოფისში გააკეთა.

მისი თქმით, მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით "სპეკულაციები არ წყდება" და განცხადებასაც ამ მიზნით აკეთებს.

ღარიბაშვილის თქმით, "მისია შეასრულა" და მის თავს ვერც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე და ვერც პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.

"ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი იყო საქართველოს პრემიერმინისტრი 2013-2015 და შემდეგ 2021-2024 წლებში.