რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეცათ სავარაუდო ზომები, რომლებიც მათ უნდა მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება.
მისი თქმით, მოკლევადიანი ზომები ევროპული დაფინანსებისა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერებას გულისხმობს.
პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი, როგორც იოზვიაკი წერს, მოსალოდნელია, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები, დაწესდეს ვიზები დიპლომატიური პასპორტისთვის და შემცირდეს სამხედრო დახმარება.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული ვითარება კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, მისი თქმით, სავარაუდოა, რომ შეჩერდება სავიზო რეჟიმი და/ან შეჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი.