რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ბრიუსელში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც 26-მა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა.
იოზვიაკი წერს, რომ მოსალოდნელია ევროკავშირის განცხადება, ასევე, ევროკომისიის განახლებული შეფასება.
"ბრიუსელში საქართველოს სიტუაციაზე ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. შეშფოთება გამოთქვა 26-მა ქვეყანამ, უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევოკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს", - წერს იოზვიაკი.