იოზვიაკი საქართველოზე: არ ვფიქრობ, რომ გაფართოებაზე მოხსენება პოზიტიური იქნება

როცა საკითხი ევროინტეგრაციას ეხება, ძირითადად რასაც ველით ამჟამად ეს არის ოქტომბრის მოხსენება გაფართოებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება საქართველოში ბოლო 3 თვის განმავლობაში, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოზიტიური მოხსენება, პოზიტიური ანგარიში, თუ არ მოხდა სერიოზული შემობრუნება.

ანუ რა ხდება საქართველოსთვის - საქართველო ერთ ადგილას დგას, არ ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსს დაკარგავთ. ძალიან სიმბოლურია რომ ლუქსემბურგში დღეს მიდის პოტენციური სადამსჯელო ზომების განხილვა საქართველოზე და ხვალ დაიწყება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. თბილისში რომ ყველაფერი ნორმალურად მომხდარიყო, აქ საქართველოც იქნებოდა, მაგრამ იგი არ არის.

განაცხადა რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარმა რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ფორმულას ეთერში.