იოსელიანი: ჩემს განცხადებაზე აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი

იოსელიანი: ჩემს განცხადებაზე აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომენტარი გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც მისსავე განცხადებებს მოჰყვა და განაცხადა, რომ აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი.

იოსელიანმა გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი, რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა.

კრიტიკის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ომბუდსმენთან ინტერვიუ წაშალა.

"თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია.

თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი", - განაცხადა იოსელიანმა პირველ არხთან.