დასავლეთისგან რეჟიმის სრული პოლიტიკური და ფინანსური იზოლაციის ფონზე, ე.წ. ხელისუფლება ცდილობს შექმნას განცდა, თითქოს არსებობს ალტერნატივა. ამჯერად ქართული ოცნება საზოგადოებას ეუბნება, რომ საამიროებიდან მსხვილი ინვესტიცია შემოვა, არადა, ლაპარაკია მემორანდუმზე, რომელსაც ვალდებულების სახე არ აქვს და არ გაფორმებულა არანაირი საინვესტიციო ხელშეკრულება. ეს რეჟიმის მომდევნო დაპირებას ნიშნავს წლების განმავლობაში შეუსრულებელი დაპირებების გამოცდილებით. ექსპერტების შეფასებით, ე.წ. ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს.