რითი განსხვავდება ის აქციები, რომლებიც ტარდება ოპოზიციური ფლანგის მიერ და ის აქცია, რომელიც ჩატარდა 30 აპრილს. იმ აქციაზე თუ ვინმე იყო, იყვნენ ოჯახებით, იყო ნაღები ხალხი, გულანთებული ხალხი, ზუსტად ასეთმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო საუკუნეების განმავლობაში. [...] მე ვიყავი იქ პირადად და ვერ ვნახე, რომ ორგანიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული რომ ყოფილიყო, ცოტა სხვანაირად გამოჩნდებოდა და ყველა რაიონიდან ყველა გამგებელს რომ მოეყვანა 2 ათასი კაცი, იქ ტევა არ იქნებოდა.
განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.