ინჯია: იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე და ბევრია კიდევ საცემი

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი. და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერმინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება. აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სიაც შემცირდეს და საერთოდ არ იყოს.

გაანცხადა პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პრემიერი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენისას.