ინდონეზიაში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძარი ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ნიკელის ქარხანაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქარხანაში დილის 5:30 საათზე მოხდა. დაღუპულთა შორის 9 ინდონეზიელი, 4 კი ჩინელია.