ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – იტყობინება BBC.

შემთხვევა მოხდა, როდესაც ასობით ადამიანი კუმბა-მელას რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებად, რომელიც ქალაქ პრაიაგრაჯში, მეზობელ უტარ-პრადეშის შტატში იმართება, დაგვიანებულ მატარებლებზე ასვლას ცდილობდა. ნაწილი კი საზეიმო ღონისძიებიდან უკან ბრუნდებოდა.

დაღუპულთა შორის არიან 4 ბავშვი და 10 ქალი.

ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას მომხდარში ადანაშაულებენ.

"პრაიაგრაჯში მიმავალი მორწმუნეების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, სადგურზე უკეთესი ორგანიზება უნდა მომხდარიყო,"– აღნიშნა ინდოეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა, რაჰულ განდიმ.

ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს იმის შესამოწმებლად, თუ რა გამოიწვია ჭყლეტა.