ინდოეთში რელიგიური ღონისძიების დროს ჭყლეტას სულ მცირე 116 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში რელიგიური ღონისძიების დროს ჭყლეტას სულ მცირე 116 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.

შემთხვევა ნიუ-დელიდან 200 კილომეტრით დაშორებით, უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. სულ მცირე, 150 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.