იმამოღლუ თურქეთის მოქალაქეებს: ნუ დაკარგავთ სულისკვეთებას და არასდროს დაკარგოთ იმედი

იმამოღლუ თურქეთის მოქალაქეებს: ნუ დაკარგავთ სულისკვეთებას და არასდროს დაკარგოთ იმედი

ნუ დაკარგავთ სულისკვეთებას და არასდროს დაკარგოთ იმედი, - სტამბოლის დაპატიმრებულმა მერმა, ექრემ იმამოღლუმ, თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"მე ვდგავარ თავაწეული. შიშს არ შეუძლია, შეაჩეროს გარდაუვალი! ასე თუ ისე, თქვენ დამარცხდებით. თქვენ დამარცხდებით ჩვენი სამართლიანი საქმით, ჩვენი სიმამაცით, ჩვენი თავმდაბლობით და ჩვენი თბილი ღიმილით. ჩემო დიდებულო ერო, ნუ მოიწყენთ, ნუ დაკარგავთ სულისკვეთებას და არასდროს დაკარგოთ იმედი. ერთად ჩვენ წავშლით ამ დარტყმას ჩვენს დემოკრატიაზე, ამ ბნელ ლაქას, ერთხელ და სამუდამოდ. ახლოვდება დღეები, როდესაც ისინი, ვინც დაგეგმეს ეს ბნელი შეთქმულება, პასუხს აგებენ როგორც ამ ქვეყანაზე, ასევე იმქვეყნად. მე მოვუწოდებ ჩემი თანამოქალაქეებს, ყველას, 86 მილიონ ადამიანს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და აჩვენონ მსოფლიოს ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის. მე ვდგავარ თავაწეული. ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება", – წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.