ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, ხვალ, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან საპროტესტო აქციას უერთდებიან.

მათი თქმით, ხვალ პარლამენტის უკან ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება.

"დილის 9 საათიდან გელოდებით სტუდენტებს, ლექტორებს, თანამოქალაქეებს, ჩვენი ფუნდამენტური უფლების, არჩევნების, დასაცავად.

მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რათა შევძლოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა ვეღარ დაექვემდებარება ცენზურას!

მაშინ, როდესაც ევროპული კარი გაიღო ჩვენთვის, არ გვაქვს გაჩერების უფლება.

ჩვენი განათლებისთვის ბრძოლა იწყება ხვალ 9:00 საათზე პარლამენტის უკან.

მოგიწოდებთ დატოვოთ აუდიტორიები და დავდგეთ ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან იკრიბება, ისინი ღამის გათევას აპირებენ. მეორე ნაწილი კი ადგილზე დილის 9:00 საათზე მივა. პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი.