იაპონიამ უკრაინას $3 მლრდ-ის ოდენობის სესხი გამოუყო, რომელიც რუსული აქტივებიდან დაიფარება

იაპონიამ უკრაინას $3 მლრდ-ის ოდენობის სესხი გამოუყო, რომელიც რუსული აქტივებიდან დაიფარება

18 აპრილს, იაპონიამ უკრაინასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანას 471,9 მილიარდი იაპონური იენის (3 მილიარდი დოლარი) ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხით დაიფარება.

უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა დიდი შვიდეულის ქვეყნების (G7) უკრაინისთვის შემოსავლების აჩქარების (ERA) პროგრამას გულისხმობს, რომლის მიზანიც კიევისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაა რეკონსტრუქციისა და თავდაცვის საჭიროებისთვის.

სესხი G7-ის წევრების ანგარიშებზე არსებული დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაიფარება.

"იაპონია არის საერთაშორისო სოლიდარობის ნათელი მაგალითი, რომელიც გახდა უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისა და ღირსებისთვის.

„დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენი გადაუდებელი საბიუჯეტო საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ იქნება კიდევ ერთი დადასტურება იაპონიის გულწრფელი ერთგულების საერთო ღირებულებების მიმართ, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს", - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერხი მარჩენკომ კიევში იაპონიის ელჩთან, მასაში ნაკაგომესთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.