ჰერჩინსკი: რეფორმები აუცილებელი იქნება საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე

14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გადაწყვეტენ 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში განვითარების ბედს. ეს ქართველებთან ერთად, ჩემთვისაც ემოციურია. ევროკომისიამ 8 ნოემბერს დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს, ვიმედოვნებ, 2 კვირაში ეს სტატუსითაც გამყარდება. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მეტიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ბოლო დღეებში ბევრი ინიციატივა გამოითქვა, რეფორმები აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.