ბარიერის დაწევის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები პროტესტისთვის ემზადებიან, ივანიშვილის გუნდმა კი საკითხი უკვე დახურა. თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი დათქმაა ევროინტეგრაციის გზაზე. უკვე ჩანს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ამერიკიდან და ევროპიდან უპრეცედენტო ყურადღება ექნება. დღეს ოცნებას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ საარჩევნო პერიოდში არ უნდა იყოს ძალადობა.