ჰერჩინსკი არჩევნებზე: თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს

წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა.

თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს. ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა.

ათწლეულების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით. ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.

საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ.

აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.