ჰერჩინსკი: EU-ში გაწევრიანება რთული პროცესია, ყველა ძალის ერთობლივ თანამშრომლობას მოითხოვს

ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია, ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას. პოლარიზაცია, როგორც უკვე გამოიკვეთა, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში. თუ გადავხედავთ ევროკომიის 9 ნაბიჯს, პოლარიზაცია არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. რა არის გასაკეთებელი? ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, ყველამ საკუთარი კონსტიტუციური როლი უნდა შეასრულოს, რათა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებას მიაღწიოს.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.