ჰელსინკის კომისია: საქართველოს მთავრობა ანტიდასავლურია - ის რუსეთის მიმართ მეგობრული ხდება

ჰელსინკის კომისია: საქართველოს მთავრობა ანტიდასავლურია - ის რუსეთის მიმართ მეგობრული ხდება

ჰელსინკის კომისიამ ანგარიში, "მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის" გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული ხდება რუსეთის მიმართ.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა, რუსეთის გრძელვადიანი საფრთხის ეფექტურად შეჩერებისთვის, მდგრადი სტრატეგია უნდა მიიღოს.

"შეერთებულმა შტატებმა ორმაგი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც მოიცავს ორივეს: საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიულ უკანდახევაზე და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ რუსეთს, საქართველოსა და უკრაინაში, კონფლიქტების გაღვივება სურს, ქვეყნების მიზანი კი NATO-ში გაწევრიანებაა.

"რუსეთი შავ ზღვას განიხილავს, როგორც სასიცოცხლო ზონას ძალაუფლების ასამაღლებლად, ხმელთაშუა ზღვაზე წვდომის გასაკონტროლებლად და მეზობლებზე გავლენის განსახორციელებლად...

საქართველოში, მთავრობამ არალიბერალური და პრორუსული კანონი მიიღო, რომელიც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ სურვილებს ეწინააღმდეგება", - წერს კომისია.