
ჰარვარდის უნივერსიტეტმა სარჩელი შეიტანა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მთავრობამ მილიარდობით დოლარის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით უნივერსიტეტის იძულება სცადა, დაეცვა მოთხოვნების სია, რომელიც მოიცავდა აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას.
სასამართლოში წარდგენილ 51-გვერდიან სარჩელში ჰარვარდი ადმინისტრაციას კონსტიტუციური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ალან მ. გარბერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს უპრეცედენტო და არაკანონიერი კონტროლის დაწესებას, რაც სერიოზულ და ხანგრძლივ ზიანს მიაყენებს უმაღლეს განათლებას.
მთავრობამ უნივერსიტეტს აპრილში გაუგზავნა მოთხოვნების სია, რომელიც, ადმინისტრაციის თქმით, მიმართული იყო ანტისემიტიზმთან ბრძოლისკენ, თუმცა მოიცავდა ქმედებებს, რომლებიც აკადემიურ დამოუკიდებლობას ზღუდავდა — მათ შორის იყო პროფესორების შემოწმება პლაგიატზე და “განსხვავებული შეხედულებების” გარანტირების მიზნით გარე ზედამხედველის დანიშვნა.
ჰარვარდმა ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ადმინისტრაციამ დააყენა დაფინანსების გაყინვის საკითხი, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების შეჩერებას გამოიწვებს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაცია ასევე დაემუქრა ჰარვარდს უცხოელ სტუდენტებზე ვიზების გაუქმებითა და დამატებით მილიარდ დოლარამდე დაფინანსების შეჩერებით.