ტერორისტულმა ორგანიაზია ჰამასმა ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომლითაც ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინადადებები უარყო.
როგორც ცნობილია, ჰამასი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების შემოტანაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, ისრაელის მხრიდან ახალი მოთხოვნები მათთვის მიუღებელია.
"მას შემდეგ რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას აგრძელებს", - წერია ჰამასის განცხადებაში.
დღეს ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს უმასპინძლებს, რის შემდეგაც ბლინკენი კაიროში გაფრინდება, სადაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები გაგრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ისრაელში სახელმწიფო მდივანს ვაგზავნით, რათა შეთანხმების მისაღწევად ინტენსიური ძალისხმევა განვაგრძოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.