ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ათობით სამხედრო და პოლიციელია, რომლებიც შეტაკების დროს დაიღუპნენ.

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, საავადმყოფოებში 2 048 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 20 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

***

გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.