ჰაკერული თავდასხმის შედეგად რუსეთში ელექტრონული სამთავრობო სერვისები მასშტაბურად გაითიშა

ჰაკერული თავდასხმის შედეგად რუსეთში ელექტრონული სამთავრობო სერვისები მასშტაბურად გაითიშა

ჰაკერული თავდასხმის შედეგად რუსეთში ელექტრონული სამთავრობო სერვისები მასშტაბურად გაითიშა.

20 მაისს რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო ელექტრონულ პლატფორმაზე მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. პრობლემები შეინიშნებოდა ფედერალური საგადასახადო სამსახურის, ფედერალური პედაგოგიური შეფასებების ინსტიტუტის, ციფრული მარკირების სისტემის "Честный знак"-ისა და ელექტრონული დოკუმენტების ხელმოწერის აპის "Госключ"-ის მუშაობაში.

გარდა ამისა, შეფერხებები შეეხო ალკოჰოლური პროდუქციის აღრიცხვის სისტემას ЕГАИС და ერთიან სამედიცინო საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემასაც.

როგორც ფედერალურ უწყებაში აცხადებენ, ეს მაისში რიგით მესამე კიბერთავდასხმაა.