ჰაავისტო: საქართველომ უნდა შეასრულოს დაპირება, სტაბილური გახადოს ქვეყნის შიგნით ვითარება

საქართველომ უნდა შეასრულოს დაპირება, სტაბილური გახადოს ქვეყნის შიგნით ვითარება. ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს და რასაც ველოდებით, არის ის, რომ შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მხარი დაუჭირონ საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთანაც გამართავენ. განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოებების პრიორიტეტული მიმართულებები და საუბარი იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც.