![TI: ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლების გაუქმების დიქტატორულ წესებს განიხილავს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/89d7071a-3e7c-462b-891b-2ba050abdde0.jpg)
გვიან ღამით თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებულმა გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს.
გუშინ, 5 თებერვალს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 მოქალაქისთვის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო გამოიყენა. ბრალდებულების ნაწილის შემთხვევაში გირაო 5 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ნაწილის შემთხვევაში 3 500 ლარი.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა. შსს-ს 4 თებერვლის განცხადების თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს: ირაკლი წიგნაძე, გიგი უგულავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი. მათ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.