პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე.
არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში, იმ 84-ს კი სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს მოღალატის დამღა.
ყველაფერი კარგად იქნება.
წერს პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია.
დღეს ოცნება პარლამენტში რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. პარალელურად, საკანონმდელო ორგანოსთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან.