![თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს [VIDEO]](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/eaddd3db-e74a-4956-9532-0cb16fb8dedb.png)
მე და ზურა ჯაფარიძე ამაღამ მივფრინავთ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე, იმედი მაქვს, რომ სხვა კოალიციებიდანაც ჩამოვლენ. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს.