გვარამია ივანიშვილზე: საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ

უკიდურესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი. საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ. აუცილებლად ასე უნდა ვქნათ.

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.