გუტიერეში: მივმართავ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სუდანში საბრძოლო მოქმედებები

მკაცრად ვგმობ სუდანში შეტაკებების დაწყებას და მივმართავ სუდანის შეიარაღებული ძალებისა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, აღადგინონ მშვიდობა და დაიწყონ დიალოგი კრიზისის მოსაგვარებლად. შექმნილმა ვითარებამ უკვე გამოიწვია დიდი ადამიანური მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია შესაძლოა, გამანადგურებელი იყოს ქვეყნისა და რეგიონისთვის. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს გავლენა სიტუაციაზე, გამოიყენონ ის მშვიდობის დასამყარებლად.

განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლების შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.