გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს

გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს

გურჯაანის სოფელ ვეჯინში წუხელ საცხოვრებელი სახლი დაწვეს. სახლი 35 წლის ბექა ჯანიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, კოლა გაბიტაშვილს ეკუთვნოდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რამდენად უკავშირდება მომხდარი 4 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმულასთან განმარტებას არ აკეთებს.