გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სახლში შევარდა - დაღუპულია საშუალო ასაკის 2 ქალი.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.