გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება.

"კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი; 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც",- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.