ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა. ფოტოებს TV კავკასია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, გზის აღდგენის სამუშაოები კი "უმოკლეს ვადებში დაიწყება".
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ჩაკეტვის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-12) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება"- ნათქვამია განცხადებაში.