მე ვისჯები იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი ვარ, ვინც სიმართლეს ამბობს და ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც თავისი 4 შვილის მომავლისთვის იბრძვის და 2008 წელს, ვისაც ამ ქვეყნის და ამ ქალაქის მოსახლეობის დასაცავად იარაღი ეჭირა ხელში 23 წლისას და ვინც კიდევ ათასჯერ დაიჭერს და თავისი შვილების მომავალს რუსებს არ ჩააბარებს. ჩემი აზრით, ეს საქმე გაიწელება, ალბათ მივა არჩევნებამდეც. მანამდე არ მგონია, რამე შედეგი დადგეს. რაცა არ უნდა იყოს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
თქვა აქტივისტმა ვიტალი გუგუჩიამ ბრალდების წარდგენის შემდეგ.
ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, სამთავრობო POSTV-ის გადამღებ ჯგუფზე ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან. მუხლი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.