გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გუდაური(ფოსტა)- კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში",- აღნიშნულია განცხადებაში.