საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გაფართოებისათვის საჭირო სამუშაოებია.