გრიგორიადისის ბაბუა: ვიცოდი, რომ [პატიმრობაში დატოვებდნენ], ეს ყველაფერი დაკვეთით ხდება

ვიცოდი რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკვეთით ხდება დღეს. ლაზარე უნდა დაისაჯოს ყველაზე სასტიკად, რათა მომავალში, რაღაც პროცესები რომ წავიდეს და ახალგაზრდები რომ გამოვიდნენ - ლაზარე ნიმუშად ჰყავდეთ დატოვებული, რომ აი, თქვენც ეს დღე მოგელით თქვენი აქტივობისთვის და თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის

განაცხადა მარტის აქციების ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ ფორმულასთან საუბარში. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადიში დღევანდელ სხდომაზე პატიმრობაში დატოვა.