
შსს-ს ცნობით, თბილისში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან 25 აგვისტოს, საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნით ცოლს – 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს – მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.