გოცირიძე: EU-ს შემდეგ NATO-ს კარიც ჩაიკეტა - მოღალატე რეჟიმი ქვეყანას მომავალს უკარგავს

NATO-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობები მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა ქვეყნის ალიანსში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში ეს ნაწილი ამოღებული იქნა, მაგრამ დარჩა ისეთი ფორმულირებები, რომლებიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებს უსვამდა ხაზს. ვაშინგტონის 2024 წლის სამიტზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი მთლიანად გაქრა, ისევე როგორც მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერი და იგი მოხსენიებულია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან. ივანიშვილის დამნაშავე, მოღალატე რეჟიმი ქვეყანას მომავალს უკარგავს. ევროკავშირის კარის ჩაკეტვის შემდეგ იგივე ხდება NATO-ში. ეს უზარმაზარი რისკის შემცველია ქვეყნისთვის.

განაცხადა ევროოპტიმისტების დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

***

ვაშინგტონში გამართული NATO-ს სამიტი დასრულდა, რის შემდეგაც დეკლარაცია გამოქვეყნდა.

საქართველო დეკლარაციაში, წინა წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და წერია, რომ "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან", რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული".