სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავა. დაკავება, სავარაუდოდ, უკანონო იარაღის საკითხს უკავშირდება.
როგორც ფორმულასთვის გახდა ცნობილი, იოსებ ბაბაევის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა სუს-ის თანამშრომლებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს.
იოსებ ბაბაევი აქტიურად მონაწილეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. ოჯახის წევრები და ახლობლები მის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებენ.
ფორმულა დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.