გონჩარენკო: რუსეთს კვლავ სურს, საქართველო მთლიანად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს

პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთს კვლავ სურს, საქართველო მთლიანად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს და ჯერჯერობით შეუძლია ამის გაკეთება, სამწუხაროდ.

წერს Twitter-ზე რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.