გომისმთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაიღუპა 1 ადამიანი

გომისმთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაიღუპა 1 ადამიანი

გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანია დაღუპული.

გარდაცვლილია, სავარაუდოდ, გიდი. ეს ინფორმაცია თვითმხილველზე დაყრდნობით გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.

ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგა საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.