გმირთა მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა

გმირთა მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა

გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავა.

პოლიციამ ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადა. მათ დაახლოებით 10-მდე ადამიანი დააკავეს.

პოლიციამ ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და მოძრაობა აღდგენილია.