ბელგოროდის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გზაზე დრონი ჩავარდა და აფეთქდა.
გლადკოვის თქმით, შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და ერთი მანქანა დაზიანდა.
იმავდროულად ტელეგრამ არხ Baza წერს, რომ ქალაქში სხვა ადგილასაც ჩავარდა დრონი და ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს კვამლი ქალაქის თავზე.