გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გამოძიების მტკიცებით, ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

2024 წლის 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.