საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიციას ძლიერი საქართველო შეუერთდა. მარგველაშვილი კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში წარადგინა, სადაც ისინი მოსახლეობას ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას წარადგენენ.
"მტერს, რომელმაც გადაწყვიტა ჩააბაროს პუტინს ის ქვეყანა, რომელიც არასსროს არ გატეხილა, იმ მტერს მშვიდობიანად, ძლიერად გავუშვებთ ისტორიის იმ მხარეს, სადაც ისინი დადგნენ, ანუ წარსულში.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა იწყება და უკვე მიმდინარებს ყველა ქართველის გულში, ყველა პატრიოტის გულში. ეს ბრძოლა ყველა ადამიანს აყენებს გარკვეულ ადგილას, გარკვეული მიმართულებით. როგორც არის ბრძოლაში, როცა შენ უნდა იცოდე, სად დგახარ და ვისთან ერთად მოიპოვებ გამარჯვებას. დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად და იმ ადამიანებად, ვისაც აღარსად მიესვლებათ და არცერთ ცივილიზებულ კარს მათ არ გაუღებენ. ჩემი ადგილი როგორც ერეთი ქართველის, რომელსაც მინდა, რომ სამშობლოს ვემსახურო, არის აქ, ამ გაერთიანებაში"- თქვა მარგველაშვილმა.
კოალიცია ძლიერ საქართველოში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი და მოქალაქეები.